TCN: ოკუპირებულ ხერსონში რუსებმა სასულიერო პირი გაიტაცეს

ოკუპირებულ ხერსონში ოკუპანტებმა სასულიერო პირი გაიტაცეს. უკრაინული გამოცემა TCN-ის ინფორმაციით, სერგეი ჩუდინოვიჩი რუსებმა დილის საათებში, პირდაპირ ეკლესიიდან წაიყვანეს.

მედიის ცნობით, უცნობმა პირებმა თავი “პოლიციელებად” წარადგინეს და ეკლესიაში ჩხრეკა ჩაატარეს. მათ მოითხოვეს ეკლესიაში მყოფებისგან საბუთების წარდგენა, თავად კი დოკუმენტაცია არ წარუდგენიათ. ამის შემდეგ, მღვდელი მწვანე Daewoo-ში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

ცნობილია, რომ სერგეი ჩუდინოვიჩი ხერსონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი, საზოგადო მოღვაწე და მოხალისეა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები