30 მარტის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 857 215 აცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 30 მარტის მონაცემებით, სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 857 215 აცრა.

“მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 360 543,>18 ასაკის მოსახლეობის 47.3%. სრულად ვაქცინირებულია 1 256 517 ადამიანი , >18 ასაკის მოსახლეობის 43.7%. ბუსტერ დოზით აცრილია 237 040. 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 128 (2.33%) სრულად აცრილია – 3 267 (1.84%). 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 601 (15.54%) სრულად აცრილია- 11 151 (13.75%).

29 მარტს ჩატარდა 1 950 აცრა. ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge

ასევე შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები