მედეა ჯანიაშვილმა და ისრაელის ტურიზმის მინისტრის მოადგილემ ისრაელიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის პერსპექტივა განიხილეს

ისრაელში, თელ-ავივში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტული გამოფენის IMTM 2022-ის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი ისრაელის ტურიზმის მინისტრის მოადგილეს შეხვდა. მედეა ჯანიაშვილმა და კობი ბრადამ საქართველოსა და ისრაელს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კონკრეტულ ტურისტულ პროდუქტებს, რომელთაც საქართველო სთავაზობს ისრაელის ბაზარს და ქვეყნის აქტიური პოზიციონირების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს.

„საკმაოდ პროდუქტიული და საინტერესო შეხვედრა გვქონდა, სადაც ძირითადად გავაცანით ის ტურისტული პროდუქტები, რომლებსაც ვთავაზობთ ისრაელის ბაზარს. მოგეხსენებათ, ისრაელი წამყვანი ტურისტული ბაზარია საქართველოსათვის და, შესაბამისად, განვიხილეთ კონკრეტული გზები, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ისრაელიდან”, – განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

ისრაელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია. ისრაელისა და საქართველოს ქალაქებს შორის რეგულარული ავიარეისები სრულდება, წლების განმავლობაში, ისრაელი საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორთა ტოპ ათეულში შედის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები