“მე გამოვედი, ის კი დარჩა” – რას ჰყვება უკრაინაში დაღუპული დავით გობეჯიშვილის თანამებრძოლი

უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრის, დავით გობეჯიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით “კვირასთან” მისი თანამებრძოლი, მირო ვანაძე საუბრობს.

მირო ვანაძის განცხადებით, დავით გობეჯიშვილი აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომების მონაწილე, სოხუმიდან დევნილი იყო.

როგორც ცნობილია, იგი უკრაინაში  4 დღის წინ, მოხალისედ ჩავიდა.

“ერთად ვიბრძოდით, ორი დღე ერთად ვიყავით, შემდეგ მე გამოვედი, ის კი დარჩა”, – განაცხადა მირო ვანაძემ “კვირასთან” საუბრისას.

მისი თქმით, დავით გობეჯიშვილი საავიაციო თავდასხმას იმ დროს ემსხვერპლა, როდესაც ტყეში იმყოფებოდა. ამასთან,  დავით გობეჯიშვილთან ერთად დაიღუპა ქართულ დანაყოფთან ერთად მებრძოლი აზერბაიჯანის ერთი მოქალაქეც.

ამ დროისთვის, დაღუპულების ცხედრები პროზექტურაშია გადასვენებული.

როდის მოხდება დაღუპული ქართველი მეომრის სამშობლოში გადმოსვენება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია.

“უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და კომუნიკაცია აქვს გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები”, — აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უკრაინაში უკვე ოთხი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. 18 მარტს უკრაინაში 2 ქართველი ჯარისკაცი გია ბერიაშვილი და დავით რატიანი დაიღუპნენ, ისინი საქართველოში 24 მარტს გადმოასვენეს. დაღუპულია კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბახვა ჩიქობავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები