უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი, დავით რატიანი და გია ბერიაშვილი დღეს სამხედრო პატივით დაკრძალეს.

დაღუპული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდი დღეს ქაშვეთისა და წმინდა მარიამ ეგვიპტელის ტაძრებში გაიმართა.

გია ბერიაშვილი თემქის, ხოლო დავით რატიანი ვარკეთილის სასაფლაოზე დაკრძალეს.

სამოქალაქო პანაშვიდსა და დაკრძალვის ცერემონიას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ. მათ გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.

საქართველოს მოქალაქეების ცხედრები სამშობლოში 24 მარტს გადმოასვენეს. ისინი 18 მარტს კიევთან, ირპენის რეგიონში, რუსების თავდასხმის მოგერიების დროს დაიღუპნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები