უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, ქალაქ ირპენში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დათო გობეჯიშვილი დაიღუპა. ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში უკრაინაში მყოფი ზაალ ლატარია აქვეყნებს.

“რა ვთქვა არ ვიცი. დათო ძმაო შოკში ვარ, კიდევ ერთი ქართველი გმირი დავკარგეთ“,- წერს ზაალ ლატარია.

ცნობისთვის, უკრაინაში უკვე ოთხი ქართველი მებრძოლია დაღუპული. დავით რატიანსა და გია ბერიაშვილს დღეს დაკრძალავენ. ხოლო, ბახვა ჩიქობავას საქართველოში ჩამოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები