ქუთაისში იდეათონი იწყება

ქუთაისის მერიისა და მისი პარტნიორების მხარდაჭერით, ქუთაისის მუნიციპალიტეტში იდეათონი იწყება.

იდეათონი იდეების კონკურსია, რომელიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 14-15 აპრილს გაიმართება. პროექტის მიზანია ქუთაისელი ახალგაზრდების შემოქმედებითი აზროვნების დახვეწა.

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა უნდა მოიფიქრონ საინტერესო იდეები და იზრუნონ ქუთაისის, როგორც შემოქმედებითი სივრცის, განვითარებაზე. მონაწილეების იდეა შესაძლოა შეეხებოდეს, როგორც კონკრეტული პროდუქტის და მომსახურების შექმნას, ასევე სხვადასხვა სახის ღონისძიების, ფესტივალისა თუ ბაზრობის მოწყობას ქუთაისში. საბოლოო ეტაპზე შეირჩევა 6 იდეა, რომლებზეც მონაწილეები 3-წევრიანი გუნდებით იმუშავებენ. სამი გამარჯვებული გუნდი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები