უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს

უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრის შემდეგ, მხარეებს შორის ტყვეების გაცვლა პირველად მოხდა. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

ვერეშჩუკის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ მოწინააღმდეგეს ათი დატყვევებული რუსი ჯარისკაცი გადასცა ათი უკრაინელი სამხედროს სანაცვლოდ.

გარდა ამისა, რუსულ მხარეს გადაეცა ოდესაში დაკავებული 11 სამოქალაქო მეზღვაური, ხოლო უკრაინულ მხარეს 19 სამოქალაქო მეზღვაური.

ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით რუსული მხარე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები