უკრაინაში აცხადებენ, რომ სურსათის ორი წლის მარაგი აქვთ

უკრაინის აგროპოლიტიკისა და სურსათის მინისტრის მოადგილის, ტარას ვისოცკის განცხადებით, ქვეყანაში სურსათის ორი წლის მარაგია.

ამის შესახებ ტელეგრამის არხი “ქვეყნის პოლიტიკა” იტყობინება.

ვისოცკიმ ასევე თესვის წლევანდელ კამპანიაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სეზონი უკვე დაწყებულია – საგაზაფხულო ხორბალი და შვრია ითესება. ასევე, მისი თქმით, მიდის მზადება ბოსტნეულის ჯგუფის დათესვაზე: ხახვის, კარტოფილის, ჭარხლის, კომბოსტოს.

„იმ ტერიტორიებზე, სადაც არ არის საომარი მოქმედებები, ფერმერები მზად არიან მინდვრების გასაშენებლად“, – თქვა ვისოცკიმ.

უკრაინამ მარცვლეულისა და სხვა პროდუქტების ექსპორტი შეწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები