Nestlé რუსეთისთვის KitKat-ისა Nesquik-ის ბრენდების მიწოდებას აჩერებს
კომპანია Nestlé რუსეთისთვის KitKat-ისა Nesquik-ის ბრენდების მიწოდებას შეწყვეტს. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ უკვე შეაჩერეს არაპირველადი საჭიროების პროდუქციის იმპორტი და ექსპორტი რუსეთში.
“უკრაინაში ომი მიმდინარეობს, რუსეთში ჩვენი საქმიანობა მიმართული იქნება აუცილებელი საკვების მიწოდებაზე, როგორიცაა ჩვილ ბავშვთა კვება და სამედიცინო კვება და არა – მოგების მიღებისკენ. ამგვარი მიდგომა შეესაბამება ჩვენს მიზანს და ღირებულებებს. ჩვენ ვიცავთ კვების ძირითადი უფლების უზრუნველყოფის პრინციპს”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
Nestlé ასევე აცხადებს, რომ მათ შეწყვიტეს რუსეთში პროდუქტის რეკლამირება და ყველა კაპიტალური ინვესტიცია.