პუტინის წარმომადგენელმა საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამდებობასთან ერთად რუსეთიც დატოვა
ანატოლი ჩუბაისმა საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ТАСС ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ჩუბაისმა რუსეთიც დატოვა.
ცნობისთვის, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთში მაღალჩინოსნამა თანამდებობა დატოვა.