„აქ ცხოვრობს მოღალატე“ – რუსეთში იმ მაცხოვრებლების სახლებს ნიშნავენ, რომლებიც უკრაინაში ომს ეწინააღმდეგებიან

რუსეთი განაგრძობს რეპრესიულ ზომებს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უკრაინაში ომს ღიად ეწინააღმდეგებიან. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა – NEXTA წერს.

გამოცემის ცნობით, ასეთ ადამიანებს რუსეთში მოღალატეებს უწოდებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის მხარდამჭერი რუსი აქტივისტებისა და ჟურნალისტების სახლებზე სტიკერს აკრავენ, წარწერით „აქ ცხოვრობს მოღალატე“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები