“უნდა მოხდეს ენერგორესურსების გამოყენება, რუსეთისთვის ფულის გადახდის გარეშე” – აშშ-ის ყოფილი ელჩის ფორმულა

აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, მაიკლ მაკფოლი დასავლეთის ქვეყნებს სთავაზობს, შესყიდული ნავთობის საფასური რუსეთს მხოლოდ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ გადაუხადონ.

ამის შესახებ მან Twitter-ში დაწერა.

”რუსეთმა დემოკრატიულ ქვეყნებში ნავთობის ექსპორტი უნდა გააგრძელოს, მაგრამ ნავთობის მიმღებებმა დეპოზიტებზე უნდა გააჩერონ გახარჯული ენერგომატარებლების საფასური იქამდე, სანამ პუტინი ომს არ დაასრულებს”, – დაწერა დიპლომატმა.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, პუტინი გადაწყვეტს – შეაჩერებს თუ არა ნავთობის ექსპორტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები