რა შემთხვევაში გამოიყენებს რუსეთი ბირთვულ იარაღს – პესკოვის პასუხი

რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ქვეყნის არსებობას რეალური საფრთხე დაემუქრება, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა CNN-ის ეთერში.

„ჩვენ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია გვაქვს, ის არის ყველასთვის ხელმისაწვდომი, თქვენც შეგიძლიათ – გაეცნოთ ყველა მიზეზს, თუ რატომ შეიძლება იყოს გამოყენებული ბირთვული იარაღი. ანუ თუ ქვეყნის არსებობას საფრთხე დაემუქრება, ჩვენი კონცეფციის შესაბამისად, ის შეიძლება, იყოს გამოყენებული”, – თქვა მან.

კრემლის წარმომადგენლის თქმით, ტექსტში სხვა მიზეზი მითითებული არ არის.

პესკოვის სიტყვების კომენტირებისას პენტაგონში განაცხადეს, რომ კრემლის “ბირთვული რიტორიკა” სახიფათოა და რომ “პასუხისმგებლიანი სახელმწიფო ასე არ იქცევა”.

ამასთანავე, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ ვერ ხედავენ რაიმე ნიშანს “ჩვენი სტრატეგიული შეკავების პოზიციების შეცვლის აუცილებლობასთან დაკავშირებით“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები