CNN: ნატო-ში მიიჩნევენ, რომ ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ ომში რამდენიმე დღეში ჩაერთვება

ნატო-ში მიაჩნიათ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომს შესაძლოა, სულ მალე მინსკი შეუერთდეს.

ამის შესახებ CNN-თან საუბარში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს.

აღინიშნება, რომ ბელარუსი ომში მონაწილეობის მისაღებად უკვე დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს.

“კონფლიქტში ბელარუსის ჩართვის ალბათობა სულ უფრო მზარდია, რადგან ვლადიმერ პუტინს მხარდაჭერა სჭირდება”, – ამბობს “სიენენის” წყარო.

სამხედრო წარმომადგენლის თქმით, ომში ბელარუსის ჩართვის გადაწყვეტილება მოსკოვმა უნდა მიიღოს.

“საქმე ის არ არის, რა სურს ლუკაშენკოს. საკითხავია ის, სურს თუ არა პუტინს კიდევ ერთი არასტაბილური ქვეყანა რეგიონში?”, – განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ნატო-ს დაზვერვის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ, ალიანსის შეფასებით, ბელარუსის მთავრობა “ემზადება უკრაინის წინააღმდეგ ქვეყნის შეტევის გამართლებისთვის”. ამასთან, დაზვერვის წარმომადგენელი არ აზუსტებს, თუ რა ფორმით შეიძლება, ჩაერთოს საომარ მოქმედებებში მინსკი, მაგრამ თქვა, რომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, შეეცადოს გადაკეტოს ნატო-ს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა, რომელსაც ის ქვეყნის დასავლეთის საზღვრებიდან იღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები