პენტაგონში აცხადებენ, რომ მოსკოვის “ბირთვული” რიტორიკა სახიფათოა

პენტაგონში აცხადებენ, რომ მოსკოვის რიტორიკა ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით – სახიფათოა.

ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

”პასუხისმგებლიანი ბირთვული სახელმწიფო ასე არ უნდა იქცეოდეს”, – თქვა მან.

ამავდროულად, კირბიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პენტაგონის ოფიციალური პირები „ვერ ხედავენ რაიმე ნიშანს, რომ ჩვენ სტრატეგიული შეკავების პოზიცია უნდა შევცვალოთ“.

”კარგად ვაკონტროლებთ ყველაფერს”, – დასძინა მან.

რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აღიარა, რომ რუსეთმა უკრაინაში ვერცერთ სამხედრო მიზანს ჯერ ვერ მიაღწია.

კითხვაზე, რა პირობებში შეიძლება, გამოიყენოს პუტინმა რუსეთის ბირთვული პოტენციალი, პესკოვმა თქვა: „იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი სახელმწიფო ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები