კიევში აშშ-ის საელჩო – რუსეთში ბავშვების გადაყვანაზე: ეს არის გატაცება

კიევში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას უკრაინელი ბავშვების რუსეთში გადაყვანასთან დაკავშირებით.

საელჩომ მომხდარს “ბავშვების გატაცება” უწოდა.

“უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან 2 389 უკრაინელი ბავშვი უკანონოდ გადაიყვანეს რუსეთში. ეს არ არის დახმარება. ეს გატაცებაა”, – წერს აშშ-ის საელჩო Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები