BBC: ჩინეთში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის ყველა მგზავრი, სავარაუდოდ, დაიღუპა

სამხრეთ ჩინეთში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავი დამწვარი იპოვეს. სავარაუდოდ, ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.

მედიის ინფორმაციით, კატასტროფის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. თუმცა, დაღუპულთა ზუსტი რიცხვი, ჯერჯერობით, უცნობია. შიშობენ, რომ კატასტროფის შედეგად არავინ გადარჩენილა.

ტრაგედიას გამოეხმაურა ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინიც. მან შესაბამის სამსახურებს ინციდენტის სრულად გამოძიება დაავალა.

არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი ერთი საათის აფრენილი იყო კუნმინიდან და გოუანჟოუს აეროპორტს უახლოვდებოდა, როდესაც მოულოდნელად სიმაღლის დაკარგვა დაიწყო. უცნობია, რა გახდა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი. შესაბამის ჯგუფებს ჯერ არ უპოვიათ თვითმფრინავის შავი ყუთი, რომელიც გამოძიებას მისი ჩამოვარდნის მიზეზის დადგენაში დაეხმარება.

ცნობისთვის, China Eastern Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელზეც 132 ადამიანი იმყოფებოდა, გუშინ სამხრეთ ჩინეთში, გუანქსის პროვინციაში ჩამოვარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები