ჯანდაცვის მინისტრი: პანდემია დასასრულს უახლოვდება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ პანდემია დასასრულს უახლოვდება.
მისივე თქმით, მნიშვნელოვნად არის შემცირებული როგორც ჰოსპიტალიზაცია, ასევე, ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევები, რის გამოც შეზღუდვების უმეტესობა მოიხსნა.
“დადებითი ტენდენციიდან გამომდინარე, პანდემია დასასრულს უახლოვდება. მოვხსენით გარე სივრცეებში პირბადე, ორშაბათიდან აღარ იქნება ამის საჭიროება. ასევე, ყველა ის შეზღუდვა, რაც პანდემიასთან არ იყო დაკავშირებული. დარჩა მხოლოდ რამდენიმე შეზღუდვა, შიდა სივრცეში პირბადის გამოყენება და საზღვარზე შემოსვლისას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის”, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.