აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ევროპაში ბიოლოგიური და ქიმიური იარაღი არ გააჩნია.
ამის შესახებ მან ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თქვა.
”გარწმუნებთ, ეს უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს”, – თქვა ბაიდენმა.
მისი თქმით, ასეთი საშუალებები არც უკრაინას აქვს.
ბაიდენის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება შეერთებულ შტატებსა და უკრაინას ამ ყველაფერში ისე უბრალოდ არ ადანაშაულებს. მისივე თქმით, „ეს აშკარა ნიშანია იმის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ორივე ტიპის იარაღის გამოყენებას განიხილავს“.