“პუტინი სამხედრო დამნაშავეა” – ბაიდენის ამ სიტყვების გამო, რუსეთის საგარეო უწყებაში აშშ-ის ელჩი დაიბარეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის ელჩი, ჯონ სალივანი დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს.

ამის მიზეზი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ რუსი კოლეგის მისამართით ნათქვამი სიტყვები გახდა. გასულ კვირას ბაიდენმა ხალხისადმი მიმართვაში თქვა, რომ პუტინი “სამხედრო დამნაშავეა”.

რუსეთში კი ეს სიტყვები “მიუღებლად” მიიჩნიეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ „აშშ-ის პრეზიდენტის ასეთი განცხადებები მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეს არ შეესაბამება და რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს გაწყვეტის პირას აყენებს. გავაფრთხილეთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებულ მტრულ ქმედებებს მტკიცე პასუხი გაეცემა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები