უკრაინაში საქართველოს ელჩი: მარიუპოლიდან საქართველოს 20-მდე მოქალაქე გამოიყვანეს
საქართველოს 20-მდე მოქალაქე უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდან გამოიყვანეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინაში საქართველოს ელჩი, გიორგი ზაქარაშვილი ადასტურებს.
მისივე ცნობით, საქართველოს მოქალაქეები ამ დროისთვის ზაპოროჟიეში იმყოფებიან, საიდანაც ლვოვში გადავლენ, შემდეგ კი პოლონეთის გავლით საქართველოში გამოემგზავრებიან.
“ორი დღეა, კავშირზე ვართ და ვიცით, რომ მარიუპოლიდან მოახერხა 20-მდე, საქართველოს მოქალაქემ გამოსვლა და ზაპოროჟიეში იმყოფებიან. ჩვენ ვცდილობთ, რომ ისინი გადმოვიდნენ ლვოვამდე და შემდეგ იმავე მარშრუტით ვარშავით გავამგზავროთ საქართველომდე. სავარაუდოდ, დიდი იმედი გვაქვს, ხვალ-ზეგ ეს მოხერხდება”, – განაცხადა უკრაინაში საქართველოს ელჩმა “რუსთავი 2-თან” საუბრისას.