ჟირინოვსკის მდგომარეობა დამძიმდა

პარტია ლდპრ-ის ლიდერის, ვლადიმერ ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ არხი SHOT ავრცელებს.

SHOT-ის ინფორმაციით, პოლიტიკოსს სეპტიკური შოკი დაეწყო და ფილტვის უკმარისობა აღენიშნება.

“პაციენტი კვლავ სტაბილურად მძიმეა, მაგრამ დინამიკა უარყოფითია”, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

როგორც SHOT ექიმებზე დაყრდნობით წერს, მდგომარეობიდან ჟირინოვსკის გამოყვანა „იოლი არ იქნება“.

ჟირინოვსკის სეპტიკური შოკის შესახებ 20 მარტს ინფორმაცია სხვადასხვა მედიასაშუალებამ, მათ შორის, ტელეგრამის არხმა “112”-მა გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები