Anonymous-ი რუსეთში დარჩენილ უცხოურ კომპანიებს ულტიმატუმს უყენებს

ჰაკერული ჯგუფი – Anonymous-ი იმ საერთაშორისო კომპანიებს მიმართავს, რომლებიც რუსეთში საქმიანობას აგრძელებენ.

დაჯგუფება ამბობს, რომ ისინი მათი “სამიზნე” გახდებიან.

ჰაკერები ამ კომპანიებს რუსეთის დასატოვებლად 48 საათს აძლევენ და უკრაინაში ომის დაფინანსების შეჩერებისკენ მოუწოდებენ. ჰაკერებმა რუსეთში დარჩენილი 41 კომპანიის ლოგოები გამოაქვეყნეს.

„მოვუწოდებთ ყველა კომპანიას, რომელიც აგრძელებს რუსეთში მუშაობას და კრემლის კრიმინალური რეჟიმის ბიუჯეტში გადასახადს იხდის: გაეთრიეთ რუსეთიდან! ფიქრისთვის 48 საათს გაძლევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი სამიზნე გახდებით!”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Anonymous-ის მიერ გამოქვეყნებულ კომპანიებს შორის არის: Nestle, Hayatt, BBDO, Raiffeisen Bank, IPG და სხვ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები