მოლდოვამ რეგულარული რეისებისთვის ავიადერეფანი გახსნა
მოლდოვამ დღეიდან, რუმინეთის გავლით, საჰაერო დერეფანი გახსნა.
ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის სამოქალაქო ავიაციამ გაავრცელა.
გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე დაკეტილია და ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით ფრენები შეუძლებელია, ყველა რეისი შესრულდება რუმინეთში და რუმინეთის გავლით.
აღინიშნება, რომ დანარჩენი საჰაერო სივრცე დაკეტილი დარჩება.