უპრეცედენტო იყო მხარდაჭერა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ. საჭიროა, რომ ეს ჰუმანიტარული პროცესი გაგრძელდეს, ჰუმანიტარული დახმარება გაგრძელდეს და ამ ფორმით გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თითოეული მოქალაქის სიცოცხლე არის ძვირფასი.
„რა თქმა უნდა, მე ვუერთდები მსოფლიო ლიდერების მოწოდებას საკუთარი მოქალაქეების მიმართ და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ თითოეული მოქალაქე, მათი სიცოცხლე, ჩემთვის და ჩვენთვის ყველასთვის არის ძალიან ძვირფასი. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთხელ ისევე როგორც გამოვხატეთ მთელმა ქვეყანამ, მთელმა საქართველომ, მოსახლეობამ, ქართველმა ხალხმა სოლიდარობა გამოვხატოთ და მე აღარ მინდა გავიმეორო, რომ ასობით ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ. უპრეცედენტო იყო მხარდაჭერა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ. საჭიროა, რომ ეს ჰუმანიტარული პროცესი გაგრძელდეს, ჰუმანიტარული დახმარება გაგრძელდეს და ამ ფორმით გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა,”- აღნიშნა პრემიერმა.