ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, ჩვენს თანამოქალაქეებს, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, ყველა მუსლიმს მივულოცო გულითადად დღევანდელი დღე, ნოვრუზ ბაირამი

მინდა, ჩვენს თანამოქალაქეებს, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, ყველა მუსლიმს მივულოცო გულითადად დღევანდელი დღე, ნოვრუზ ბაირამი, ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მარნეულში, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა ეთნიკურ აზერბაიჯანელებს და მუსლიმებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში შეტანილი წვლილისთვის.

„მე მინდა, ჩვენს თანამოქალაქეებს, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, ყველა მუსლიმს, მივულოცო გულითადად დღევანდელი დღე, ნოვრუზ ბაირამი. ეს არის ახალი სიცოცხლის, განახლების დღე და მინდა ყველას მივულოცო ეს დღესასწაული. მინდა, მათ ოჯახებს ვუსურვო ჯანმრთელობა, ბარაქა, მშვიდობა და კეთილდღეობა. ჩვენთვის მუსლიმი თემი ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია.

ჩვენ ყოველთვის ერთად ვქმნიდით და ვქმნით ჩვენი ქვეყნის საერთო ისტორიას. ამიტომ, ჩვენი მთავრობის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ეთნიკურ აზერბაიჯანელს და თითოეულ მუსლიმს მათ მიერ, ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში შეტანილი წვლილისთვის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები