ზელენსკი: პუტინის განცხადება „ნეონაცისტების“ შესახებ მეტყველებს, რომ მას უარესი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია

რუსეთის პრეზიდენტის მტკიცება, რომ უკრაიანში „ნეონაცისტები“ არიან, მეტყველებს იმაზე, რომ კრემლის ხელმძღვანელს შეუძლია, გადადგას „გაცილებით საშინელი და საშიში ნაბიჯები“. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. 

„მე არ მეშინია არაფრის, გარდა ხალხისა, მაგრამ საქმე ისაა, რომ თუკი ის სერიოზულად უყურებს იმ განცხადებას რასაც აკეთებს, მაშინ ის გაცილებით უარეს ნაბიჯებზეა წამსვლელი… თუკი ის მიიჩნევს, რომ  მისი მისიაა დაიპყროს ჩვენი ტერიტორიები და ხედავს ნეონაციზმის ნიშნებს ჩვენს ქვეყანაში, მაშინ ბევრი კითხვა იბადება, რისი გაკეთება შეუძლია მას კიდევ საკუთარი ამბიციებისთვის, საკუთარი მისიისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინი ინფორმაციულ ვაკუუმშია, რომელსაც თავად წლების მანძილზე ქმნიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები