წალენჯიხაში, ხანძრის შედეგად, 7 წლის ბავშვმა კიდურების დამწვრობა მიიღო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში, საცხოვრებელი სახლის დამხმარე ნაგებობა დაიწვა. ხანძრის შედეგად, 7 წლის ბავშვმა კიდურების დამწვრობა მიიღო.

წალენჯიხის მერის მოადგილის, თამარ ბელქანიას ინფორმაციით, ბავშვი სამკურნალოდ ქუთაისში გადაიყვანეს. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები