დავით ქართველიშვილი: როდესაც თავცხელი მავნებლები ამბობენ, რომ სანქციური პოლიტიკის ავანგარდში უნდა ვიყოთ, თუკი რომელიმე ქვეყანას მართებს სიფრთხილე რუსეთთან, ეს საქართველოა
“საქართველოს გარდა, დედამიწის ზურგზე ახლა არ არის სხვა ქვეყანა, რომელსაც მოვლენების გარკვეული სცენარით განვითარების შემთხვევაში, ესოდენ ცხადად ემუქრებოდეს რუსული სამხედრო აგრესიის საფრთხე”,- ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, როდესაც თავცხელი მავნებლები ამბობენ, რომ ახლა ჩვენ სანქციური თუ სხვა პოლიტიკის ავანგარდში უნდა ვიყოთ, საქმე პირიქით არის – აღწერილი საფრთხეების გათვალისწინებით, თუკი რომელიმე ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას მართებს სიფრთხილე რუსეთთან მიმართებაში, ეს სწორედაც რომ საქართველოა.
“რუსეთმა დასავლეთს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ულტიმატიური ფორმის შეთანხმების პროექტი გაუგზავნა, სადაც სახელობითად მხოლოდ ორი ქვეყანა იყო მოხსენიებული – უკრაინა და საქართველო (ყველაფერი დანარჩენი აღწერილი იყო ზოგად ტერმინებში – “კოლექტიური დასავლეთი”, ნატოს ბლოკი და ასე შემდეგ). დასავლეთის მხრიდან ამ ულტიმატუმზე უარის მიღების შემდეგ, რუსეთმა დაიწყო საომარი მოქმედებები უკრაინაში. ეს არის მშრალი ფაქტები და არა მათი ინტერპრეტაცია. შესაბამისად, საქართველოს გარდა, დედამიწის ზურგზე ახლა არ არის სხვა ქვეყანა, რომელსაც მოვლენების გარკვეული სცენარით განვითარების შემთხვევაში, ესოდენ ცხადად ემუქრებოდეს რუსული სამხედრო აგრესიის საფრთხე. სწორედ ამიტომ, როდესაც თავცხელი მავნებლები ამბობენ, რომ ახლა ჩვენ სანქციური თუ სხვა პოლიტიკის ავანგარდში უნდა ვიყოთ, საქმე პირიქით არის – აღწერილი საფრთხეების გათვალისწინებით, თუკი რომელიმე ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას მართებს სიფრთხილე რუსეთთან მიმართებაში, ეს სწორედაც რომ საქართველოა. ამას გვკარნახობს ჩვენი გამოცდილება და მოვლენათა ლოგიკა. სხვა ყველაფერი ან იდიოტიზმია, ან მავნებლობა (თუმცა, ერთი მეორეს არ გამორიცხავს) და საქართვლოს ომში ჩათრევის დაუფარავი მცდელობა”,-წერს ქართველიშვილი.