მეუფე ნიკოლოზი: რუსეთი ოკუპანტია
“რუსეთი არის ოკუპანტი, მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%”,- ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა.
„საქართველოს ეკლესია ყოველთვის ამბობდა და დღესაც თქვენს თვალწინ გავიმეორებ: რუსეთი არის ოკუპანტი, მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%. ამას ვამბობთ სულ და რატომ ამბობთ, რომ თავს ვარიდებთ? მე რუსეთში ხშირად დავდივარ ხოლმე და იქაც ვამბობ პირდაპირ, ღია ტექსტით, რომ ეს არის ოკუპაცია, რომელიც რუსეთმა საქართველოს მიმართ განახორციელა”, -აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.