“ევროპის უნივერსიტეტში” აბიტურიენტებისთვის მედიცინის პრაქტიკული “ვორქშოფების” მეორე ეტაპი მიმდინარეობს
“ევროპის უნივერსიტეტში” აბიტურიენტებისთვის მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით, პრაქტიკული ვორქშოფების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
ვორქშოფები, თემებზე: ” ინექციები” და “მარტივი ჭრილობის დამუშავება” მიმდინარეობს, რომლებსაც ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი, ავერსის ცენტრალური კლინიკის რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი – მარიამ ლაბუჩიძე და მედიცინის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ზოგადი ქირურგი, კლინიკა ,,კარაპს მედალაინის” ზოგადი და მინი ინვაზიური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – დავით ელგანდაძე უძღვებიან.
პრაქტიკულ სამუშაოებში სკოლის მოსწავლეები სრულიად საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონიდან მონაწილეობენ.
აღსანიშნავია, რომ მედიცინის ვორქშოფები „ევროპის უნივერსიტეტში” ორი კვირის განმავლობაში (შაბათი-კვირა), სხვადასხვა მიმართულებებით გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს წინასწარი რეგისტრაციის საშუალებით შეუძლია.