საკრებულოს თავმჯდომარე, წევრებთან ერთად, ნუვრუზ ბაირამთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო  

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე,  გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრებთან: ოთარ გრიგოლიასთან, კახა ლაბუჩიძესა და ნინო რუხაძესთან ერთად მირზა ფათალი ახუნდზადეს სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ეწვია და საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ხალხს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა.

მუზეუმის დირექტორმა მათ მირზა ფათალი ახუნდზადეს მოღვაწეობის და აზერბაიჯანული სათვისტომოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც ლეილა ალიევამ აღნიშნა, მუზეუმში ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობის კუთხეა განთავსებული.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე ისაუბრა.

,,ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ჩვენ ტრადიციულად ერთად აღვნიშნავთ. მშვიდობისა და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს ყველასთვის ეს დღე. განსაკუთრებული მადლობა მინდა ლეილა ალიევას გადავუხადო, რომელიც ძალიან ბევრს აკეთებს ჩვენი ერების ურთიერთობების განმტკიცებისთვის’’,-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები