ლევან ნიკოლეიშვილი: პუტინს ძალიან უჭირს საბრძოლო მოქმედებებში წარმატებების მიღწევა, როგორც ეს თავიდანვე იყო დაგეგმილი

პუტინს ძალიან უჭირს საბრძოლო მოქმედებებში წარმატებების მიღწევა, როგორც ეს თავიდანვე იყო დაგეგმილი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ის უკან არ იხევს, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, რუსეთს საინფორმაციო ომის წარმოებაც უჭირს.

„პუტინს ძალიან უჭირს საბრძოლო მოქმედებებში წარმატებების მიღწევა, როგორც ეს თავიდანვე იყო დაგეგმილი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ის უკან არ იხევს. მას ასევე უჭირს საინფორმაციო ომის წარმოება იმ თვალსაზრისით, რომ მსოფლიო მედიაში უკვე თითქმის აღარავინ უსმენს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის შიდა ბაზარი, რისთვისაც ის ყველაფერს აკეთებს. ხშირად იქნება ხან ციფრების გაზრდა, ხან ციფრების დაკლება, რაც განპირობებულია იმით, რომ საინფორმაციო ფრონტზე რაღაც წარმატებას მიაღწიოს. ამ ეტაპზე შეიძლება ვთქვათ, რომ ორივე მხრიდან საინფორმაციო ომი გააფთრებულად მიმდინარეობს“, – აცხადებს ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები