21 მარტიდან მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები შეცვლილი განრიგით იმოძრავებენ

21 მარტიდან მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები შეცვლილი განრიგით იმოძრავებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუბარია თბილისი-ოზურგეთის, ოზურგეთი-თბილისის, თბილისი-ქუთაისის, ქუთაისი-თბილისის, თბილისი-ზუგდიდის, ზუგდიდი-თბილისის, თბილისი-ბათუმის, ბათუმი-თბილისის, თბილისი-ფოთის და ფოთი-თბილისის მიმართულებებზე.

„ძვირფასო მგზავრებო, 21 მარტიდან მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები შეცვლილი განრიგით იმოძრავებენ.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით – ticket.railway.ge; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები