უკრაინაში რუსეთის აგრესიას კიდევ ერთი ქართველი მოხალისე ემსხვერპლა
უკრაინაში რუსეთის აგრესიას კიდევ ერთი ქართველი სამხედრო ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბახვა ჩიქობავა მარიუპოლში დაიღუპა.
„უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში მარიუპოლში, გმირულად დაიღუპა უვაჟკაცესი კაცი, პოლკოვნიკი ბახვა ჩიქობავა! ბახვა იყო საქართველოს ყველა ომის მონაწილე, დიდებული მებრძოლი და ქვეყნისთვის თავდადებული მეომარი! ვუსამძიმრებ მის ოჯახს,მეგობრებს,თანამებრძოლებს, „აზოვის“ დანაყოფს და მთელ საქართველოს!“- წერს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავა „ფეისბუქშზე“.
შეგახსენებთ, გუშინ კიევთან, ირპენში რუსი ოკუპანტების თავდასხმას ორი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.