“მარიუპოლის დრამთეატრის ნანგრევებიდან 130-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარიუპოლის დრამატული თეატრის ნანგრევებიდან 130-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. აღნიშნულის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„ოკუპანტების მიერ დანგრეული მარიუპოლის დრამატურგიული თეატრიდან, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა რუსულ ბომბებს ემალებოდა, ადამიანების გადარჩენას განაგრძობენ. უკვე 130-ზე მეტი ადამიანია ამოყვანილი. არიან მძიმედ დაშავებულები. მაგრამ არსებული ინფორმაციით, ჯერჯერობით, დაღუპულები არ არიან.

შეგახსენებთ, რომ 16 მარტს რუსეთის ავიაციამ, დრამატურგიულ თეთრზე მარიუპოლში, სადაც 1500-მდე ადამიანი აფარებდა თავს, ბომბი ჩამოაგდო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები