ბაიდენი სი ძინპინს მოუწოდებს, უკრაინაში რუსეთის აგრესიას მხარი არ დაუჭიროს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი გააფრთხილა, რომ პეკინი დიდ ფასს გადაიხდის, თუ რუსეთის უკრაინაში შეჭრას მხარს დაუჭერს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

„საუბარი შეეხო რუსეთის შეჭრას უკრაინაში. პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების და ჩვენი მოკავშირეების და პარტნიორების შეხედულებებს ამ კრიზისის შესახებ.

პრეზიდენტმა ბაიდენმა დეტალურად აღწერა ჩვენი ძალისხმევა, რათა თავიდან ავიცილოთ და შემდეგ ვუპასუხოთ შეჭრას, მათ შორის რუსეთისთვის ხარჯების დაკისრებით. მან აღწერა შედეგები, თუ ჩინეთი მატერიალურ დახმარებას გაუწევს რუსეთს, რადგან რუსეთი სასტიკ თავდასხმებს ახორციელებს უკრაინის ქალაქებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა კრიზისის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის მხარდაჭერას“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები