ზელენსკი: მარიუპოლის 90% დანგრეულია
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 90%-ით დანგრეულ მარიუპოლში 35 ათასი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში თქვა.
მისი თქმით, რუსეთის მიერ ჩამოგდებული ბომბების შედეგად დანგრეული დრამატული თეატრის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
“დაბომბვის მომენტში იქ ხალხი იმყოფებოდა. მას სამალავად იყენებდნენ. მოგეხსენებათ, თეატრიდან 130-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. მაგრამ ნანგრევებში ჯერ კიდევ ასობით მარიუპოლელი რჩება. დაბომბვების მიუხედავად, ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენ გავაგრძელებთ სამაშველო სამუშაოებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის დრამატული თეატრი 16 მარტს დაბომბა, იმ დროს შენობაში ასობით ადამიანი იმყოფებოდა. თეატრის თავშესაფარმა იერიშს გაუძლო და ხალხი გადარჩა, მაგრამ თავად შენობა მთლიანად განადგურდა, ხალხი კი ნანგრევებშია მოყოლილი.