ბოლნისის მუნიციპალიტეტში პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ განხორციელება იგეგმება

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ვალენტინა ნავერიანმა Mercy Corps Georgia-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

ბოლნისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე, Mercy Corps Georgia-ს წარმომადგენლებმა მერის მოადგილეს პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ დეტალები გააცნეს. მხარეებმა ასევე  ურთიერთთანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს.

„ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ არის 3.5-წლიანი პროექტი, რომელსაც, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის(ADC) დაფინანსებით, მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში ახორციელებს.

არსებული ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავებას, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიმართულების ბიზნესების მხარდაჭერას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობას.

პროექტი განხორციელდება საქართველოს 4 რეგიონის 18 მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ქვემო ქართლში: ბოლნისის, რუსთავის, მარნეულის, გარდაბანის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში; სამცხე-ჯავახეთში: ბოჯრომის, ასპინძის, ადიგენის, ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში; შიდა ქართლში: გორის, ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტებში; მცხეთა-მთიანეთში: მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აგვისტოში დასრულდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები