საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებს ესტუმრა და ნოვრუზ ბაირამის წინ, სოციალურად დაუცველ ოჯახებს სასურსათო ამანათები გადასცა

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ გულიკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებს ესტუმრა, სახალხო დღესასწაული ნოვრუზ ბაირამი მიულოცა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს სასურსათო ამანათები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად შეიტანეს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში, ხოლო 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საერთაშორისო დღედ აღიარა. 2010 წელს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 21 მარტი ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა.

ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ყველა ოჯახში მწვანე ჯეჯილი უნდა იყოს. ასევე, იღებება კვერცხები და ცხვება ტკბილეული.

21 მარტს დღისა და ღამის გათანასწორების, ჰაერის გათბობის, თოვლის დნობის დაწყების, ხეებზე ყლორტის გამოსვლისა და დედამიწის გამოცოცხლების, ანუ სიცოცხლის დაწყების დღედ მიიჩნევენ და შესაბამისად, ნოვრუზ ბაირამიც გაზაფხულის შემოსვლის დღესასწაულია”, – აღნიშნულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები