თამარ ჩარკვიანი საქართველოში ამერიკის ელჩის პოლიტიკისა და ეკონომიკის განყოფილების უფროსის მოადგილეს, ერონ რუპერტს შეხვდა
პარლამენტის წევრი, თამარ ჩარკვიანი საქართველოში ამერიკის ელჩის პოლიტიკისა და ეკონომიკის განყოფილების უფროსის მოადგილეს, ერონ რუპერტს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის მხრიდან უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესიას და საქართველოსა და ევროპის უსაფრთხოებისთვის ამ აგრესიით შექმნილ გამოწვევებს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადის შესახებ.
„საინტერესო შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ საქართველოს მზადყოფნაზე ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. აღვნიშნე, რომ ამ კუთხით რეფორმებია გასატარებელი, რაც შარლ მიშელის დოკუმენტშია ასახული. ჩვენ დასავლური ღირებულებებით უნდა შევიდეთ ევროკავშირში. ვისაუბრეთ საქართველო უკრაინის ურთიერთობებზე. აღვნიშნე, რომ არავის ომი არ სურს, არსებობს წითელი ხაზები, რომელიც არ უნდა გადაიკვეთოს და არსებობს მორალური მხარე, რაზეც ოპოზიცია ვღელავთ”, – განაცხადა თამარ ჩარკვიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.