ევროპარლამენტის პრეზიდენტი: რუს და ბელარუს დიპლომატებს ევროპარლამენტის შენობებში შესვლა აეკრძალათ
რუს და ბელარუს დიპლომატებს ევროპარლამენტის შენობებში შესვლა აეკრძალათ, – ინფორმაციას ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ავრცელებს.
“დღეიდან, რუსეთისა და ბელარუსის დიპლომატიურ და სამთავრობო პერსონალს ეკრძალებათ შესვლა ევროპარლამენტის შენობებში. დემოკრატიის სახლში არ არის ადგილი მათთვის, ვინც დემოკრატიული წესრიგის დანგრევას ცდილობს”, – წერს მეცოლა ”ტვიტერზე”.