პოლონეთი ეკონომიკის “დერუსიფიკაციას” იწყებს
პოლონეთი ეკონომიკის „დერუსიფიკაციისთვის“ საჭირო ზომებს მიიღებს, – განაცხადა ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ.
როგორც მან პრესკონფერენციაზე თქვა, „დერუსიფიკაცია“ ევროპის ეკონომიკასაც შეეხება.
„ჩვენ ვიქნებით ჩართული პოლონეთის და ევროპის ეკონომიკის “დერუსიფიკაციაში”, რადგან დღეს პოლონეთი იმ ქვეყნების ავანგარდშია, რომლებიც ცდილობენ, შთააგონონ სხვები, შეამცირონ რუსულ გაზზე, ნავთობსა და ნახშირზე დამოკიდებულება“, – თქვა მორავიეცკიმ.
მისი თქმით, პოლონეთი რუსეთზე დამოკიდებულებას ახალი გაზსადენების აშენებით შეებრძოლება.
ასევე, სასუქების გაძვირებასთან დაკავშირებით პოლონელი ფერმერების სუბსიდირება იგეგმება, რომ ამ გზით სურსათზე ფასები შემცირდეს.
გუშინ, პოლონეთის მთავრობის კომისარმა, პეტრე ნაიმსკიმ განაცხადა. რომ ქვეყანა უკვე 2023 წლიდან რუსულ გაზზე უარს სრულად იტყვის.