ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

“ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია”, – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

მათივე ცნობით, ინტენსიური თოვის და ქარბუქის გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები