პრიმა-ბალერინა ოლგა სმირნოვამ რუსეთი დატოვა

მოსკოვის დიდი თეატრის პრიმა-ბალერინა ოლგა სმირნოვამ რუსეთი დატოვა. ამის შესახებ გამოცემა The New York Times წერს.

არსებული ინფორმაციით, პრიმა-ბალერინა კარიერას ნიდერლანდების ნაციონალურ საბალეტო დასში გააგრძელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სმირნოვა რუსული კულტურის იმ ერთ-ერთ უდიდეს მოღვაწეთაგანი გახდა, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომის გამო ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ცნობისთვის, 1 მარტს ოლგა სმირნოვამ, სოციალური ქსელის მეშვეობით, უკრაინაში რუსეთის ქმედებები მკაცრად დაგმო. პრიმა-ბალერინა საკუთარ “ტელეგრამ” არხზე წერდა: “არასოდეს მეგონა, რომ რუსეთის გამო შემრცხვებოდა. საქმე ის არაა, რომ რუსეთის ყოველ მეორე მოქალაქეს უკრაინაში ნათესავები ან მეგობრები ჰყავს, საქმე არც ის არაა, რომ ჩემი ბაბუა უკრაინელია, მე კი მეოთხედით უკრაინელი ვარ, არამედ ის, რომ ჩვენ განვაგრძობთ მე-20 საუკუნეში ცხოვრებას, თუმცა ნომინალურად 21-ეში გადავედით”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები