პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ელჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა
პუტინმა ალექსეი დვინიანინი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო Tass ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალექსეი დვინიანინმა სამუშაო გასული წლის დეკემბერში დაასრულა და მოსკოვში დაბრუნდა.
სააგენტოს ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის საქმეთა დროებით რწმუნებულად მრჩეველ-დესპანი, მაქსიმ ლიტვინოვი დაინიშნა.
ალექსეი დვინიანინი მეორე რუსი დიპლომატია, რომელიც მოსკოვმა ოკუპირებულ აფხაზეთში წარმომადგენლად დანიშნა. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ე.წ. საელჩოს დვინიანინი 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა.