კადიროვი: მარიუპოლი “ბანდეროველებისგან” სულ მალე გაიწმინდება
ჩეჩნეთის ხელმძღვანელი, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ჩეჩენი მებრძოლები უკრაინაში ქალაქ მარიუპოლის შტურმს აგრძელებენ და სულ მალე ქალაქი “ბანდეროველებისა და მათი მხლებლებისგან ” იქნება გაწმენდილი.
ამის შესახებ მან ტელეგრამის არხზე დაწერა.
„ჩეჩენი მებრძოლები მარიუპოლის შტურმში აქტიურ მონაწილეობას იღებენ. ამოცანას ართულებს საბრძოლო მოქმედებების ზონაში მშვიდობიანი მოსახლეობის ყოფნა და მებრძოლებს ფრთხილად მოქმედება უწევთ. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანი წარმატებები მიღწეულია და უახლოეს დროში მარიუპოლი მთლიანად გაიწმინდება “ბანდეროველებისა” და მათი მხლებლებისგან“, – დაწერა კადიროვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამაყობს ჩეჩენი მებრძოლებით და გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინაში მშვიდობა და წესრიგი უახლოეს მომავალში დამყარდება.