სირია რუსეთის დასახმარებლად 40 000 მებრძოლს გაგზავნის
სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა პირობა დადო, რომ, უკრაინასთან ომში დახმარების მიზნით, რუსეთს 40 000 მებრძოლს მიაწვდის.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, უახლოეს მომავალში სირიიდან იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და სხვა რესურსების რუსეთსა და ბელარუსში გადატანა იგეგმება.
გავრცელებული ინფორმაციით, გაწვევისას დაქირავებულებს ჰპირდებიან, რომ უკრაინაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე პოლიციის ფუნქციებს შეასრულებენ, თუმცა, მათ ომში მონაწილეობას ავალებენ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურის ცნობით, სირიელი დაქირავებულები რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობას განიხილავენ, როგორც ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალური მიგრაციის შანსს.