“ჩერნიგოვო ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა” – ქალაქის მერი

რუსეთის თავდასხმის გამო, ქალაქი ჩერნიგოვო ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. ქალაქს უკვე რამდენიმე დღეა, გათბობა, დენი და წყალი არ მიეწოდება, საკვებისა და მედიკამენტების მარაგი იწურება, – ამის შესახებ ქალაქის მერმა, ვლადისლავ ატროშენკომ თქვა.

მან აღნიშნა, რომ ქალაქი ნაწლავური დაავადებების გავრცელების საფრთხის წინაშეა, წყლის გარეშე დარჩენილ ქალაქში სანიტარული პირობების დაცვა შეუძლებელია.

“ცხელი და ცივი წყალი არ გვაქვს, რადგან ელექტროენერგია არ მოგვეწოდება. განადგურებულია თითქმის ყველა ინფრასტრუქტურული ობიექტი. ბოლო დღე-ნახევარში საგრძნობლად გაიზარდა საცხოვრებელ სექტორში დაბომბვა ყველა ტიპის იარაღიდან. სწორედ საცხოვრებელ სექტორზე. არანაირი შერჩევითობა, მტერი ურტყამს ყველგან, მთელ ქალაქს“, – დასძინა ატროშენკომ. მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩერნიგოვო უმოწყალოდ იბომბება. ბოლო ერთ დღეში ქალაქის მორგებში უკრაინელების 53 ცხედარია გადასვენებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები